ბისკვიტის მომზადება:
სანამ მიუდგებით თვითონ პროცესს, გაამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი: დააფარეთ ყალიფს პერგამენტის ქაღალდი და კარგად წაუსვით კარაქით (გვერდების წასმაც კარაქით უნდა მოხდეს), კვერცხები გარეცხეთ და გააშრეთ, ასევე ჩართეთ ღუმელი წინასწარ.
- ცილებს დავუმატოდ ცოტა მარილი და მიქსერით მაქსიმალური ბრუნვით დავიწყოთ თქვეფა. ვთქვიფოთ მანამდე სანამ ბეზე არ მიიღებს თეთრ, დამახასიათებელ ჩუქურთას.
- შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი, ყოველ ჯერზე ყურადღება მიაქციეთ შაქრის ბოლომდე დადნობას.
- კვერცხის გულების ბეზეში ჩაგდების დროც მოვიდა. პირველ ჯერზე შეგიძლიათ 3 ცალი ერთად ჩააგდოთ, მაგრამ მანამდე მიქსერის ბრუნვები მინიმუმზე დაწიეთ. მიქსერი ოდნავ დახარეთ, ასე ბიკსვიტი აივსება ჟანგბადით. კვერცხის გულების ჩაგდების მერეც თქვების გაჩერება არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწევს. შეამჩნევთ, რომ ბეზე სიპრიალეს კარგავს, და როდესაც საბოლოოდ დაკარგავს სიპრიალეს მაშინ მომდევნო გულს ჩააგდეთ და ასეთივე მეთოდით, შეუწყვეტლად ვთქვიფავთ ოდნავ დახრილი მიქსერით. ყველა კვერცხის გული უნდა შჰეითქვიფოს ასეთი მეთოდით.
- ვანილის ბოლოს ვამატებთ, რათა თქვეფის დროს ის იზრდება ზომებში.
- გავაჩეროთ მიქსერი და შევუდგეთ ფქვილის დამატებას. ფქვილი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და, რაც ყველაზე მთავარია, გაცრილი. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიწიოს ბისკვიტი, მაგიტომაც ჩვენ არ ვიღებთ ბისკვიტს ძირიდან, ნაზი მოქმედებით შევურიოთ ფქვილი, ფქვილსაც ვაყრით ნელ-ნელა.
- გავანთავსოთ თანაბრათ ყალიბში და შევდგათ გახურებულ 180º ღუმელში. დააახლოებით 1 ს. 30 წ.
- როდესაც ბისკვიტი გამოიცხვობა ზედ დააყარეთ ცოტა ფქვილი და მოაბრუნეთ. მოაცილეთ პერგამენტის ქაღალდი და დაელოდეთ სანამ გაცივდება.
კრემის მომზადება:
კრემი შეიძლება იყოს ნებისმიერი: მოხარშული თუ სხვა. ამ ჯერათ გამოვიყენოთ კრემი მოხარშული შესქელებული რძით და ნაღებით.
- გავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე, შევათქვიფოთ ნელ-ნელა მოხარშული შესქელებული რძე. გაითვალისწინეთ, რომ კრემს არ უხდება მიქსერით დიდხანს თქვეფა ის აიჭრება. მაგრამ ამასაც ეშველება. თუ აგეჭრად ვუმატებთ ან შაქრის პუდრას ან ნაღებს ფხვნილის სახით და კრემის აჭრას ამ ინგრედიენტის დამატების შემდეგ მოვაშორებთ.
- ცალკე ავთქვიფოთ ნაღები 35% და დავუმატოდ შესქელებულ რძეში.
- ასევე შესაძლებელია კონიაკის დამატება.
სიროფი:
სიროფი გვჭირდება ტორტის დანამვისთვის, რათა ის არ იყოს მშრალი.
- ავიღოთ ჭურჭელი სადაც მოიხარშება ჩვენი სიროფი, დავამატებთ შაქარს და დავასხავთ წყალი. ეს ყველაფერი დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
- როდესაც სიროპი ადუღდება გადადეთ გასაცივებლად.
- გაცივებულ სიროფს დავუმატოდ ცოტა ვანილი და კონიაკი.
ვაწყობთ ტორტს:
- ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს გაცივებული.
- ბისკვიტი გავჭრად ორად ჰორიზონტალურად. თითო-თითო გადავდოთ. სანამ კრემს წავუსმევდეთ დავადოთ ერთმანეთს ბისკვიტის გაჭრილი ფირფიტები, რათა დავაკვირდეთ ტორტის სისწორეში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიზუალურად დახრილი რომ არ იყოს.
- შემდეგ ბისკვიტის ერთი გაჭრილი ფირფიტა დავნამოთ, პირველი ფენა არ უნდა დაინამოს ძალიან ბევრი, რადგან კრემის წასმის მერე ის შეიძლება დაჯდეს. ვნამავთ და ამავე დროს ხელით ძირიდან ვიჭერთ ბისკვითს, თუ იგრძნობთ სისველეს მაშინ უკვე მზად არის.
- კრემს წავუსმევთ ზედაპირზე.
- დავაწყობთ ხილს. ხილი შეგიძლიათ დადოთ "ცოცხლად" ან გაკარამელიზირებული. (კარამელის გაკეთებაც ძალიან ადვილია: ტაფაში ვადნობთ კარაქს, ვუმატებთ შაქარს ამ შაქარს ვურევთ, როდესაც შაქარი მიიღებს ოქროს ფერს, ვამატებთ ხილს, ხილი უნდა შეიწვას, როდესაც მიხვდებიტ რომ ხილი შეიწვა ისევ ვაყრით ზედ შაქარს, ვუმატებთ კონიაკს, ვაორთქლებთ ოლკოჰოლს. კამარელიზირებული ხილი მზად არის.)
- სანამ მეორე ფენის დადებას დააპირებთ. უკანა მხრიდან თხელი ფენით წაუსვით კრემი, რათა მიეკროს ხილს.
- დავდოთ მეორე ფენა, ისევ ვნამავთ.
- ბისკვიტს ახასიათებს სიგანეში ზრდა, დეფორმაცია რომ არ მიირეოს მეორე ფენის დანამვის მერე წავუსვათ გვერდებზე კრემი, ის შეაჩერებს ამ პროცესს.
- ზედაპირზე წავუსვათ კრემი და შევდგათ მაცივარში 10-15 წ.
- მანამდე ჩევნ ნაღებს შევუდგეთ. ნაღები არის ნატურალური ან ფხვნილის სახით. ნატურალურ ნაღებს ვთქვიფატ მიქსერით, და გემოვნებით შეგვიძლია დავუმატოდ შაქრის პუდრა.
- ნაღებს ფხვნილის სახით სხვა მომზადების წესი აქვს: ცივ წყალს ვუმატებთ ფხვნილს და ვთქვიფავთ მიქსერით.
- ორივე შემთხვევაში ზომებში იზრდება მასა.
- გამოვიტანოთ ტორტი მაცივრიდან და შევუდგეთ მის გაფორმებას.
- სწორი ფენით წავუსვათ ზედ ნაღები, რათა გაფორმების მერე კრემი არ ჩანდეს.
- ჩუქურთმის გაკეთებისთვის დაგვჭირდება საკონდიტრო ტომარა და ტორტის მოსართავი ფორმები.
- როდესაც ტორტს გააფორმებთ, ზემოდან დაამშვენეთ ლამაზად დაჭრილი ხილით.
მასალა ბისკვიტისათვის:
- კვერცხი - 15 ც
- შაქარი - 3,5 ჭ
- ფქვილი - 4,1 ჭ
- ვანილი, მარილი (გემოვნებით)
- გამაფხვიერებელი - 1/2 ს/კ
მასალა კრემისათვის:
- შესქელებული რძე(მოხარშული) - 2 ქილა
- კარაქი - 400 გ
- ნაღები 35 % - 200 გ (შეგიძლიათ უნაღებოთ მოამზადოთ კრემი)
მასალა სიროპისათვის:
- წყალი - 0,5 ლ
- შაქარი - 1 ჭ
- ვანილი (გემოვნებით)
- კონიაკი - 50 გ
მასალა გასაფორმებლად:
- ნაღები 35 % (ან ფხვნილის სახით) - რამდენიც დასჭირდება თქვენს გაფორმებულ ტორტს
- ხილი : მარწყვი, ანანასი, კივი...
მასალა კარამელისათვის მოსამზადებლად:
- კარაქი - 50 გ
- შაქარი - 2 ს/კ
- კონიაკი - 30 გ
No comments:
Post a Comment