გოზინაყი მზადდება ნიგვზითა და მოდუღებული თაფლით. ის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ საახალწლოდ ამზადებენ. შეგიძლიათ ნიგვზის ნაცვლად ნუში გამოიყენოთ
ინგრედიენტები (50-60 ნაჭერი)
თაფლი – 600 გ
ნიგოზი – 1 კგ
შაქარი – 1-2 სადილის კოვზი
საჭირო ჭურჭელი
თუჯის ქვაბი
დანა
თასი
სამზარეულოს დაფა
ხის კოვზი
ცომის საგლინველა
მოხალული ნიგოზი
გოზინაყი მზადდება არომატული თაფლისა და მაღალი ხარისხის, ღია ფერის ნიგვზისაგან. სანამ ნიგოზს დაჭრით, შეგიძლიათ მსუბუქად მოხალოთ და კანი გააცალოთ.
მომზადება
მოამზადეთ ინგრედიენტები: თაფლი, შაქარი და ნიგოზი.
ნიგოზი თხლად დაჭერით. თაფლს ხის კოვზით ურიეთ. როცა აქაფდება, ცეცხლიდან გადმოდგით,
შეაგრილეთ და ისევ გაზქურაზე დააბრუნეთ. ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ, რომ თაფლი კარგად შესქელდეს. ბოლოს შაქარი დაუმატეთ.
მომზადებული ნიგვზიან-თაფლიანი მასა მაშინვე გადაიტანეთ ხის სველ დაფაზე. გოზინაყი
სველი კოვზით ან ხელით თანაბრად გადაანაწილეთ დაფაზე. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით
და თაფლი ქვაბში ჩაასხით. თაფლი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, შემდეგ ნიგოზი ჩაყარეთ და გამუდმებით ურიეთ.
3-4 წუთის შემდეგ, როდესაც ნიგოზი ფერს შეიცვლის, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. გოზინაყს გვერდები შეუსწორეთ და სველი დანით ცხელივე დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად. გოზინაყის ნაჭრები თეფშზე დააწყვეთ და ისე მიიტანეთ სუფრასთან.
No comments:
Post a Comment